Робота для біженців з України
ელექტრიკოსი - კარალეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: აგრო-უნივერსალი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
"აგრო უნივერსალ საქართველო" ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში მოქმედი ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ევროპულ სტანდარტებსა და პროდუქციის მაღალ ხარისხზე.

კომპანიის საწარმო მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში და აღჭურვილია ევროპული წარმოების თანამედროვე, ავტომატიზებული ტექნოლოგიური ხაზებით.
ჩვენ ვაწარმოებთ სრულფასოვან კომბინირებულ საკვებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისთვის.

ჩვენი მიზანია ქართველი ფერმერებისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და საქართველოში მეცხოველეობისა და მეფრინველეობის განვითარებაში წვლილის შეტანა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — ელექტრიკოსი.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო დანადგარებისა და ელექტროსისტემების გამართულობის კონტროლი;
** გაუმართაობების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
** პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** ელექტროუსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი ტექნიკური ან უმაღლესი განათლება;
** ელექტროდანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** ელექტროუსაფრთხოების III დაშვების ჯგუფი ან უფრო მაღალი;
** პასუხისმგებლობა და ტექნიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარალეთი;
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 -18 :00 ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება ქ. გორის ტერიტორიიდან;
** სტაბილური სამუშაო გარემო.

CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@agro-universal.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე