Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში იწვევს კანდიდატებს დამლაგებლების პოზიციის დასაკავებლად.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პიროვნულ თვისებებს:

** მოწესრიგებული;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თსუ-ს კუთვნილ ტერიტორიაზე მასზე განპირობებული ფართის დალაგება-დასუფთავება;
** სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვა.

დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს 2026 წლის 12 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ კვირის გარდა 11 სთ-დან 17 სთ-მდე), თსუ-ს პირველ კორპუსში (თბილისი. ი. ჭავჭავაძის გამზ. N1; ოთახი 118).

კანდიდატმა თან უნდა იქონიოს:

** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ავტობიოგრაფია/CV;
** სამუშაო გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შრომის ანაზღაურება თვეში:

** 605 ლარი - ფართის დალაგება-დასუფთავება (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
** 715 ლარი - სველი წერტილის დალაგება-დასუფთავება (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორაციულ სადაზღვევო სისტემაში.

შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დაზუსტდება კანდიდატებთან გასაუბრებისას.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: vacancy@tsu.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე