|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თრექინგს.ჯი
|
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
"Trackings.GE" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც უხელმძღვანელებს საწყობის გუნდს და ორგანიზებას გაუწევს ყოველდღიურ ოპერაციებს.
თუ გაქვთ საწყობის პროცესებისა და გუნდის მართვის გამოცდილება, გთავაზობთ სრულ განაკვეთზე მუშაობას განვითარებად ლოგისტიკურ კომპანიაში.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 11გ;
** დასაქმება: სრული განაკვეთი, ადგილზე მუშაობა;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ჯამში 40 საათი;
** ანაზღაურება: 2 000-3 000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და გუნდის სამუშაოს კოორდინაცია;
** ტვირთის მიღების, რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმების, სკანირებისა და აღრიცხვის კონტროლი;
** ტვირთის განთავსების, დახარისხებისა და დროული გაცემის ორგანიზება;
** საწყობის ზონებისა და მარაგების მართვა, ინვენტარიზაციის ჩატარება;
** ნაკლებობის, ზედმეტობის, დაზიანებისა და სისტემურ შეუსაბამობების დაფიქსირება და მოგვარება;
** პროცესების ადგილზე კონტროლი, შეფერხებების დროული მოგვარება და ყოველდღიური ანგარიშგება;
** უსაფრთხოების წესებისა და საწყობში წესრიგის დაცვა.
მოთხოვნები:
** საწყობის, ლოგისტიკის ან დისტრიბუციის სფეროში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** გუნდის ან ცვლის ხელმძღვანელობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ტვირთის მიღების, დახარისხების, გაცემისა და ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა;
** საწყობის სისტემებთან, სკანერებთან და შტრიხკოდებთან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა, სიზუსტე, პასუხისმგებლობა და პრობლემების გადაჭრის უნარი; საოპერაციო პროცესებში უშუალო ჩართულობის მზაობა;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა, WMS/ERP სისტემებთან და საკურიერო ან ამანათების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@trackings.ge
თემის ველში მიუთითეთ "საწყობის მენეჯერი".
* CV-ში სავალდებულოა მიუთითოთ, რამდენკაციანი გუნდის მართვის გამოცდილება გაქვთ, და მოკლედ აღწეროთ საწყობის ოპერაციებზე თქვენი პასუხისმგებლობები.
|
|
|
|