|
დასახელება:
გამოცდილი შემფასებელი
|
| მომწოდებელი:
MOORE
|
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი შემფასებლის პოზიციაზე შეფასებისა და კორპორატიული ფინანსების დეპარტამენტში (www.moore-georgia.ge).
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" — წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com).
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpas;
** მზარდი ანაზღაურება;
** უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;
** ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი;
** პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;
** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.
ძირითადი მოვალეობები:
** ქონების წინასწარი ანალიზი, მდგომარეობისა და მის ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა, ბაზარზე არსებული ანალოგების მოძიება;
** შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით ქონების შეფასება და საშემფასებლო დასკვნის მომზადება;
** პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაო გეგმის შედგენა და შესაბამისი დროის განსაზღვრა შეფასების ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით;
** პროფესიული ეთიკის დაცვა;
** კომპანიის მენეჯმენტის მიერ მოწოდებული ინსტრუქციებისა და მოთხოვნების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა შემფასებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შეფასებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook);
** ქონების დამოუკიდებლად შეფასების კომპეტენცია ნებისმიერი საშემფასებლო მეთოდის გამოყენებით.
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია — "გამოცდილი შემფასებელი".
|
|
|
|