Робота для біженців з України
უფროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი იურისტი
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (ბიზნეს ცენტრი საბურთალოზე);
** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ (დისტანციური ან/და შეთავსებით მუშაობა არ განიხილება);
** ანაზღაურება: 5000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა + FIT PASS;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადია სრულად).

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა სახის იურიდიული დოკუმენტების მომზადება/ანალიზი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ბრძანება, განცხადება, აქტი, ოქმი, დებულება, წესდება, შინაგანაწესი და სხვა);
** ადმინისტრაციული საჩივრის შედგენა და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა და სამართლებრივი დასკვნის შედგენა;
** ადვოკატირება ყველა ინსტანციის სასამართლოში;
** კომპანიების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;
** უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;
** სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია;
** ბინადრობის და შრომის უფლების მოპოვება;
** სახელმწიფო შესყიდვებთან/ტენდერებთან დაკავშირებულ დავებში წარმომადგენლობა;
** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო სამართლის განხრით) (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
** მართვის მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე