Робота для біженців з України
IT სამსახური - კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სამსახური - კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქაერონავიგაცია
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

თბილისი -1 ვაკანსია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საქართველოს მოქალაქეობა;
** ქართული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2;
** სამუშაო გამოცდილება: კიბერუსაფრთხოების სისტემებთან (SIEM, NSM, TIP, DLP, IDS, IPS, DFIR) ან კიბერუსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** უსაფრთხოების კონფიგურაციების შემუშავება და განხორციელება.
** კიბერუსაფრთხოების სისტემების კონფიგურაცია საჭიროებისამებრ, მათი მონიტორინგი და მხარდაჭერა (SIEM, DLP, TIP, NSM, IDS, IPS, DFIR სისტემები და სხვა).
** საფრთხეების შეფასება და მოწყვლადობების გამოვლენა სისტემებსა და აპლიკაციებში.
** უსაფრთხოების ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება და მათი პრევენცია.
** უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება თანამშრომლებში.
** უსაფრთხოების კონტროლის გაუმჯობესება ქსელებში, სერვერებში და აპლიკაციებში.
** სისტემების რეგულარული სკანირება მოწყვლადობების გამოსავლენად და რისკების შესამცირებლად.
** შიდა და გარე წყაროებიდან კიბერ საფრთხეების შესახებ დაზვერვის მონაცემების (CTI) შეგროვება და გაზიარება.
** ინციდენტების დეტალური გამოძიება და ძირეული მიზეზების ანალიზი.
** აქტიური საფრთხეების აღმოჩენა და ინციდენტების მართვა.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2026 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური - კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი".

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე