|
დასახელება:
საიტ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
IPS Facade
|
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
"IPS Facade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საფასადე მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება/მონტაჟი.
"IPS Facade" აცხადებს ვაკანსიებს საიტ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტზე სამუშაო პროცესის მართვა და კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების ვადების კონტროლი;
** სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან და მოქმედ სტანდარტებთან;
** სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია;
** სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და რესურსების საჭიროების განსაზღვრა და კონტროლი;
** სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
** პროექტის მენეჯერთან, ინჟინრებთან, დამკვეთთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** უსაფრთხოების ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
** წარმოშობილი ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვისა და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
** პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება- აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გუნდური მუშაობისა და სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;
** უპირატესობა მიენიჭება ვენტილირებადი ფასადის მიმართულებით ობიექტების მართვაში მუშაობის გამოცდილებას
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე info@ips.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
|
|
|
|