Робота для біженців з України
ორგანიზაციის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ორგანიზაციის დირექტორი
მომწოდებელი: SABUKO
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
"საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო"-ს გამგეობა აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობაზე.

"საბუკო - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის" შესახებ:

"საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო" წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2014 წელს. ორგანიზაციის მისიაა ბიომრავალფეროვნების დაცვა და კონსერვაცია, საზოგადოებაში ბუნების დაფასებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა.

"საბუკო" წარმოადგენს BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის, ადგილობრივ პარტნიორს.

ზოგადი წარდგენა:

"საბუკოს" გამგეობა ეძებს შესაბამის კანდიდატს, რომელიც შეუერთდება ორგანიზაციას, უხელმძღვანელებს მის მუშაობას და ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას საოპერაციო, ფინანსური და ტექნიკური კომპონენტების მართვის/ზედამხედველობის გზით. დირექტორს, რომელიც პასუხისმგებელი/ანგარიშვალდებულია "საბუკოს" გამგეობის წინაშე, ეკისრება სტრატეგიული და სამოქმედო პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ორგანიზაციის და თანამშრომლების საქმიანობის მაღალი ხარისხი, ფინანსური კეთილდღეობა, ძლიერი და მზარდი პროგრამები ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად.

სამუშაო მოვალეობები:

** ორგანიზაციის მართვა, თანამშრომლების, გამგეობის, გარე კონსულტანტების და სერვისების ხელშეწყობით;
** ორგანიზაციის სამუშაოს და პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა;
** თანამშრომლებისა და პარტნიორების ხელმძღვანელობა `საბუკოს` პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების წარმატებით განხორციელების მიზნით;
** ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვის განვითარების ხელმძღვანელობა და მისი განხორციელების კონტროლი;
** პროგრამების ინიცირება, ზედამხედველობა და შეფასება, `საბუკოს` სტრატეგიის და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად;
** ახალი ურთიერთობების, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შექმნა/გაძლიერება, `საბუკოს` მისიის მხარდაჭერისათვის;
** ბიუჯეტის რეგულარული (ყოველთვიური, კვარტალური და წლიური) მიმოხილვის კოორდინაცია და მართვა, პერიოდული ფინანსური პროგნოზების მიმოხილვა;
** ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა აუდიტის, საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგების ყველა მოთხოვნებთან;
** შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება;
** დონორებისა და გამგეობისათვის ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება;
** ანგარიშვალდებულება ორგანიზაციის გამგეობასთან, ფინანსური პროგნოზირების დოკუმენტების შედგენა/წარდგენის ჩათვლით;
** ფართო აუდიტორიისათვის "საბუკოს" და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** "საბუკოს" პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნება და გაძლიერება, შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით;
** ფონდების მოძიებისა და შემოსავლების გაზრდის სტრატეგიების მეთვალყურეობა/ხელშეწყობა;
** "საბუკოს" წევრობის გაფართოების ხელშეწყობა;
** ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის თანამდებობისთვის გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მინ. მაგისტრის ხარისხი) ბიოლოგიაში, ეკოლოგიაში, გარემოსდაცვით მეცნიერებებში ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით;
** არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკადემიაში, ან სამთავრობო სტრუქტურაში;
** ორგანიზაციის მართვის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პროექტების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ფინანსების მართვის გამოცდილება;
** ფონდების მოძიების გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

სასურველია:

** მოხალისეთა მოზიდვისა და ორგანიზაციის მუშაობაში ჩართვის გამოცდილება;
** ორგანიზაციაში წევრების მოზიდვის გამოცდილება;
** მჭიდრო ურთიერთობები აკადემიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან და ბიზნესებთან.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ლიდერობის და პერსონალის მართვის უნარები;
** გუნდური მოთამაშე, რომელსაც აქვს სხვათა მოსაზრებებისა და წვლილის მოძიებისა და გამოყენების უნარი;
** ეფექტიანი პარტნიორობის დამყარებისა და შენარჩუნების უნარი, დიპლომატიის და თანამშრომლობითი მიდგომით პრობლემების გადაჭრის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა.

სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში, აუცილებლად მიუთითეთ ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: sabukoboard@gmail.com

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: "საბუკოს დირექტორის ვაკანსია".

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 23 ოქტომბერი.

შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე