პადელის კლუბი "დინამო თბილისი" აცხადებს ვაკანსიას პადელის ტრენერის პოზიციაზე.
ვეძებთ ენერგიულ, პროფესიონალ და პასუხისმგებლიან პადელის ტრენერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იზრუნებს კლუბის წევრებისა და სტუმრების სპორტულ განვითარებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ინდივიდუალური და ჯგუფური პადელის ვარჯიშების ჩატარება;
** მოთამაშეების ტექნიკური და ტაქტიკური უნარების განვითარება;
** დამწყები და გამოცდილი მოთამაშეებისთვის ვარჯიშების შესაბამისი პროგრამების შემუშავება;
** ვარჯიშის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
** კლუბის წევრებთან პროფესიონალური და მეგობრული კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში, კლუბის ღონისძიებებსა და ტურნირებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პადელის თამაშისა და ტექნიკის კარგი ცოდნა;
** ტრენერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** შესაბამისი სერტიფიკატის არსებობა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სპორტისა და პადელის მიმართ დიდი ინტერესი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მუშაობას თანამედროვე და პროფესიონალურ სპორტულ გარემოში;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს — გრაფიკი შეთანხმებით;
** ანაზღაურებას — შეთანხმებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მეილზე: padeldinamo@gmail.com
|