რესტორნების ქსელი "Art Ital Group" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ:
"Art Ital Group" აერთიანებს ბათუმში მდებარე ცნობილ რესტორნებს — Aromi Italiani, Copacabana, Nadimi, Posh Nosh და Symposium.
მისამართი: ბათუმი, ევროპის მოედანი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** ბიუჯეტის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** შემოსავლების, ხარჯების, მოგებისა და ფულადი ნაკადების კონტროლი;
** რესტორნების ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი;
** ფინანსური რისკების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** მენეჯმენტისთვის პერიოდული ფინანსური ანგარიშების მომზადება;
** ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის ზედამხედველობა;
** ფინანსურ და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში;
** ფინანსურ მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგებისა და ფინანსური ანალიზის კარგი ცოდნა;
** ბიუჯეტირების, Cash Flow-ისა და ფინანსური დაგეგმვის გამოცდილება;
** Excel-ის კარგი ცოდნა;
** სასურველია რესტორნის/HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ელფოსტა: tatia@artitaly.ge
|