კინოთეატრების ქსელი "კავეა", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ სითი მოლში-ში, ვაჟა-ფშაველას გამზირი N70-ში ეძებს თანამშრომლებს მომსახურე პერსონალის პოზიციაზე.
პოზიციის მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კინოთეატრის პროდუქციაზე და სერვისებზე; მომხმარებლის დაკვალიანება;
** პროდუქციის/სერვისის გაყიდვა და სალარო პროგრამაში დაფიქსირება;
** მომხმარებლის ბილეთების ვალიდაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში;
** უპირატესობა მიენიჭება საოფისე პროგრამების ცოდნას.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიახლეებთან ადვილი ადაპტაცია.
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო დრო: კვირაში 4-დღე, სრული განაკვეთი, ცვლის მიხედვით;
** დასვენება: კვირაში — 3 დღე, ცვლის მიხედვით.
რატომ ჩვენთან:
** განვითარების შესაძლებლობა;
** უფასო ბილეთები შენთვის და შენი მეგობრებისთვის;
** კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა.
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიჰყევით მითითებულ ბმულს:
https://cavea.selfrecruit.ge/s/Fs63
|