Робота для біженців з України
შეკვეთების შემგროვებელი/საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთების შემგროვებელი/საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ვოლტ მარკეტი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
შემოგვიერთდი "Wolt Market"-ის გუნდში!

გიყვარს გუნდური მუშაობა? ეძებ სამსახურს, რომელიც სწრაფად განვითარებად სფეროში რეალურ ცვლილებებს ქმნის?

თუ ასეა, დროა შემოგვიერთდე Wolt Market-ში!

ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე, ხოლო შენი გრაფიკი იქნება მოქნილი — დილის, საღამოს ან ღამის ცვლებით. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც დინამიური და მრავალფეროვანი სამუშაო გარემო იზიდავს!

სამუშაო გრაფიკი (სრული განაკვეთი — 5 დღე კვირაში)

** 08:00-17:00
** 11:00-20:00
** 14:00-23:00
** 17:00-02:00
** 23:00-08:00

Wolt Market-ის ფილიალები:

** სულხან ცინცაძის ქუჩა N37 (საბურთალო)
** მარიჯანის ქუჩა N4 (საბურთალო)
** სტეფანე ჭრელიშვილის ქუჩა N1 (ისანი)
** მირიან მეფის ქუჩა N3 (დიდი დიღომი)
** ქერჩის ქუჩა 30 (გლდანი)
** ბარათაშვილის ქუჩა (რიყე)

რას გააკეთებთ ყოველდღიურად

** შეკვეთების კონტროლი და მონიტორინგი Wolt Market-ის აპლიკაციაში
** შეკვეთების სწრაფად და ხარისხიანად შეგროვება მომხმარებლებისა და კურიერებისთვის
** პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან და სწორი განთავსება
** პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი
** მაღაზიის/საწყობის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობა
** მაღაზიაში/საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა

ჩვენთვის იდეალური კანდიდატი ხართ, თუ:

** ხართ პროაქტიული, ყურადღებიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული
** მუშაობთ ენერგიულად, ხართ პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე
** ტექნოლოგიები არ გაშინებთ — პირიქით, გიმარტივებთ მუშაობას
** შეგიძლიათ დილის, საღამოს ან/და ღამის ცვლებში მუშაობა (მცოცავი გრაფიკი, მაქსიმუმ 40 სთ/კვირაში)
** სავაჭრო სფეროში გამოცდილება უპირატესობაა, მაგრამ არ არის სავალდებულო
** თავისუფლად ფლობთ ქართულ ენას; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება

თანამშრომლობის შემთხვევაში ისარგებლებთ:

** სამედიცინო დაზღვევით
** ანაზღაურებადი შვებულებით — წელიწადში 24 დღე
** Wolt კრედიტების ქეშბექით
** სპორტული შეთავაზებებით
** კორპორატიული წვეულებებით
** განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობით

https://youtu.be/qbs4lMXyg-o?si=gjXgnKZRvJTf9PtK

Beware of recruitment scams: DoorDash, Deliveroo, and Wolt will never ask you to pay money or share sensitive financial information during hiring — learn more about our legitimate recruiting process at Recruitment Scam Awareness - DoorDash

დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე: https://careers.wolt.com/en/jobs/4/7941973
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე