Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Drink Joy
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
"Drink Joy" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

რას გააკეთებ:

თანამშრომლების ადმინისტრირება:

** გააკონტროლებ თანამშრომლების სამუშაო განრიგს — მოსვლის, წასვლის, შესვენების, შვებულების, Day Off-ისა და გაცდენის აღრიცხვას;
** მიიღებ შვებულებისა და გაცდენის მოთხოვნებს, გააკონტროლებ შესაბამისი ფორმების შევსებას და თვის ბოლოს მოამზადებ თანამშრომლების აქტივობის რეპორტს;
** გააკონტროლებ თანამშრომლების ხელშეკრულებებსა და მათ ვადებს;
** ახალ თანამშრომლებს გააცნობ კომპანიის შინაგანაწესსა და ძირითად ადმინისტრაციულ პროცედურებს.

ოფისის ადმინისტრირება:

** გააკონტროლებ ოფისისთვის საჭირო ყოველდღიური ნივთების მარაგს და უზრუნველყოფ მათ დროულ შეკვეთას;
** შეინახავ საოფისე შესყიდვებთან დაკავშირებულ ქვითრებსა და დოკუმენტაციას;
** ოფისში ტექნიკური ან ადმინისტრაციული საკითხის წარმოქმნის შემთხვევაში დაუკავშირდები შესაბამის პასუხისმგებელ პირს და გააკონტროლებ მის მოგვარებას.

ვის ვეძებთ:

** ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც დეტალები არ ეპარება;
** Excel / Google Sheets-ის საბაზისო ცოდნით;
** კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობის უნარით;
** წინა სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია, შეგეძლოს ორგანიზებულად მუშაობა და ახალი სისტემების სწრაფად სწავლა.

რას გთავაზობთ:

** ხელფასი: ₾800 ხელზე ასაღები
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
** ნათლად განსაზღვრული და სტრუქტურირებული სამუშაო;
** მზა ფორმები და შაბლონები ძირითადი ადმინისტრაციული პროცესებისთვის;
** ადმინისტრაციული მართვის პრაქტიკული გამოცდილება.

ამ პოზიციის მთავარი ამოცანაა: თანამშრომლებთან და ოფისთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესები იყოს მოწესრიგებული და მნიშვნელოვანი ვადები — კონტროლის ქვეშ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: sales@drinkjoy.store.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე