Робота для біженців з України
ღამის ცვლის ადმინისტრატორი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სარეაბილიტაციო ცენტრი ელიზიუმი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
სარეაბილიტაციო ცენტრი "ელიზიუმი"
 აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა, 18:00 საათიდან 10:00 საათამდე 

ანაზღაურება: მორიგეობა - 100 ლარი
მდებარეობა: მცხეთა

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრში ღამის საათებში მიმდინარე პროცესების ადმინისტრირება და კონტროლი;
** ბენეფიციარების/პაციენტების საჭიროებების დროული მიღება და შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ცენტრის შიდა წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში პერსონალთან და პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია;
** შემოსული ზარებისა და ინფორმაციის მიღება/გადაცემა;
** ღამის ცვლის განმავლობაში წარმოშობილი საკითხების დაფიქსირება და დღის ცვლისთვის ინფორმაციის გადაბარება;
** ადმინისტრაციული ჩანაწერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები;
** სტრესულ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მოქმედების უნარი;
** ყურადღებიანობა და პუნქტუალურობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის საბაზისო პროგრამების ცოდნა.
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

როგორ შევიტანო განაცხადი?


გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად rehab.mtskheta@gmail.com-ზე ან დაგვიკავშირდით +995 555 998 834

გაცნობებთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან.
გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი და ერთად ვიზრუნოთ პაციენტების ჯანმრთელობაზე!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე