Робота для біженців з України
საწყობის მიმღები ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მიმღები ოპერატორი
მომწოდებელი: ონვეი დელივერი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საწყობის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00, შაბათი - 09:00-16:00, კვირა - დასვენება;
** ანაზღაურება: 1200 ლარი;
** მისამართი: ზაჰესი, არსენ ოქროჯანაშვილის 26.

ძირითადი მოვალეობები:

** გზავნილების მიღება, დასკანერება, დასტიკერება, დახარისხება უბნების მიხედვით მისამართებზე;
** მანქანის დატვირთვა.

ძირითადი მოთხოვნები: თბილისის უბნებისა და საქართველოს რეგიონების კარგი ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** მოტივირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@onway.delivery, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მიმღები ოპერატორი".

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: info@onway.delivery ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, როსტევანის 8ა).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე