Робота для біженців з України
დაწყებითი კლასის დამხმარე მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაწყებითი კლასის დამხმარე მასწავლებელი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
"მწვანე სკოლა-ტყის კამპუსი" ეძებს დაწყებითი კლასის დამხმარე მასწავლებელს, რომელიც იზრუნებს მოსწავლეთა კეთილდღეობაზე, ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების ორგანიზებასა და მეგობრული გარემოს შექმნაზე.

სამუშაო აღწერა:

** მოსწავლეთა ყოველდღიური რუტინის ორგანიზება და მათი მხარდაჭერა შესვენებების, კვებისა და სასკოლო აქტივობების დროს;
** ბავშვების უსაფრთხოებასა და ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი საჭიროებების შემჩნევა;
** მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ხელშეწყობა და უთანხმოების დიალოგით მოგვარებაში დახმარება;
** ბავშვებში დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და კლასის შეთანხმებების დაცვის წახალისება;
** სკოლის გუნდთან თანამშრომლობა და მშობლებთან კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება — სასურველია განათლების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და 10-11 წლის მოსწავლეთა ასაკობრივი საჭიროებების ცოდნა;
** ემპათია და ბავშვებთან პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი;
** გუნდური მუშაობისთვის მზაობა.

სამუშაო დრო: 09:00-18:00

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: hr@greenschool.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე