Робота для біженців з України
უფროსი ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ექთანი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ექთნის პოზიციაზე სასტერილიზაციო განყოფილებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო პროფესიული სამედიცინო განათლება — პროფესია: ექთანი;
** მენეჯერულ/ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** სასტერილიზაციო განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინფექციების კონტროლისა და სტერილიზაციის თანამედროვე სტანდარტების/პროტოკოლების ღრმა ცოდნა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტერილიზაციო განყოფილების საქმიანობის სრული ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
** დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესების მეთვალყურეობა და ხარისხის მონიტორინგი;
** ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტების მკაცრი დაცვა;
** განყოფილების პერსონალის მართვა და სამუშაო გრაფიკების გადანაწილება;
** სასტერილიზაციო აპარატურის გამართული მუშაობისა და ტექნიკური მომსახურების მონიტორინგი;
** შესაბამისი დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარმოება მენეჯმენტისთვის.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა
** მაღალი ორგანიზებულობა და აკურატულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი
** გუნდის მართვისა და კონფლიქტების მართვის უნარი

განაცხადის შეტანის წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 06.11.2026-მდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@newhospitals.ge

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. "უფროსი ექთანი სასტერილიზაციოს განყოფილებაში".

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე