Робота для біженців з України
პროდუქტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის სპეციალისტი
მომწოდებელი: ABM
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის ან ბიოტექნოლოგიის, მიმართულებით;
** ლაბორატორიულ გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** მოლეკულური ბიოლოგიისა და ლაბორატორიული მეთოდების საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B1/B2 დონე; პროფესიულ ლიტერატურასთან, პროდუქტის დოკუმენტაციასთან და კომუნიკაციისთვის;
** Microsoft Office-ის / საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ტექნიკური ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და სხვადასხვა პროდუქტის სპეციფიკაციების შესწავლის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების სურვილი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მომზადება მომხმარებლებისა და გაყიდვების გუნდისთვის;
** ლაბორატორიებისთვის პროდუქციის შერჩევასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზებაში მონაწილეობა;
** პროდუქტის პრეზენტაციების, კომერციული და ტექნიკური მასალების მომზადება;
** მწარმოებელ კომპანიებთან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია და ტექნიკური საკითხების გადამოწმება;
** პროდუქტის ინსტრუქციების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და სპეციფიკაციების შესწავლა;
ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მოძიება და ბაზრის შესწავლა;

ჩვენთან მუშაობისას კანდიდატი შეიძენს:

** საერთაშორისო მწარმოებლების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური პროდუქტების ცოდნას;
** მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ლაბორატორიული ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოცდილებას;
** საერთაშორისო კომპანიებთან პროფესიული კომუნიკაციის გამოცდილებას;
პროდუქტის მართვისა და ტექნიკური კონსულტაციის უნარებს.

რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ: info@abm.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე