Робота для біженців з України
ოჯახის დამხმარე/დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის დამხმარე/დიასახლისი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
ვაკანსია: ოჯახის დამხმარე/დიასახლისი

ანაზღაურება: 2000-2500 ლარი - გამოცდილებისა და სამუშაო პირობებზე შეთანხმების შესაბამისად.
სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით; ძირითადი სამუშაო საათები — 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე

გამოცდილება და აუცილებელი უნარები:

** გამოცდილება ოჯახის დამხმარედ.
** საჭმლის მომზადება: ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. საკვების მომზადების ტექნიკის ცოდნა. პროდუქტების დახარისხებისა და სწორად გამოყენების უნარი. რეცეპტის არცოდნის შემთხვევაში ინტერნეტით მოძიების უნარი.
** დალაგება: ხარისხიანად და აკურატულად დალაგების უნარი. სისუფთავის შენარჩუნების უნარი.
** დროის მართვა: აუცილებელია დისციპლინირებული მიდგომა. დროის სწორად განაწილების უნარი, რომ ყველა დავალება ეფექტურად და დროულად შესრულდეს.
** სარეცხის მართვა: სარეცხის სწორად გარეცხვა და მოვლა, ქსოვილების სპეციფიკაციების ცოდნა.
** ტექნიკური კომპეტენტურობა: საოჯახო ტექნიკის გამოყენების ცოდნა ან სურვილი სწრაფად შესწავლის. კანდიდატს უნდა შეეძლოს ტექნიკის ინსტრუქციების მოძიება და სწორი გამოყენება.
** სხვა სახლის მოვლასთან დაკავშირებული საკითხების ეფექტურად გადაჭრის უნარი, როგორებიცაა: ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში ხელოსნის გამოძახება, გამოყენებადი ნივთების მარაგების კონტროლი და სხვა.

პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლიანობა, ენერგიულობა, სანდოობა, ყურადღება დეტალების მიმართ, კომუნიკაციის კარგი უნარები და პოზიტიური განწყობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: paresumes2023@gmail.com ან შეავსეთ ვაკანსიის ფორმა: https://forms.gle/mS41tw1479EajjkA8

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე