Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - ვაკე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ოლივანდერ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი - 950 ლარი პლუს ბონუსი.

შპს "ოლივანდერ ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ ჯგუფი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში.

ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ შენ:

** გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია;
** ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
** შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი;
** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას.

მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა!

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
** პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** ფილმებისა და ანიმაციების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება.

ვაკანტური ადგილები:

** ოლივანდერის მაღაზია (კეკელიძე);
** ოლივანდერსი (აქსის თაუერსი).

განაკვეთი:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 09:45-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (09:45-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით).

სხვა ბენეფიტები:

** 30%-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში;
** ფიტპასი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: OllivanderGroup HR.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე