"Beta Plus Network", რომელიც წარმოადგენს ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებისა და სააგენტოების გლობალური ქსელის ნაწილს, აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს მარკეტოლოგის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის პროფესიონალს, რომელსაც აქვს ძლიერი გამოცდილება Targeting-ის, Performance Marketing-ის, Lead Generation-ისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ბიზნეს მიზნებზე მორგებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მიზნობრივი და Performance Marketing კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია;
** სარეკლამო კამპანიების მართვა Meta Ads, Google Ads და სხვა შესაბამის პლატფორმებზე;
** სამიზნე აუდიტორიის კვლევა, ანალიზი და სეგმენტაცია;
** ახალი სამიზნე აუდიტორიებისა და მარკეტინგული შესაძლებლობების მოძიება;
** Lead Generation-ის სტრატეგიების შემუშავება და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაზე მუშაობა;
** კონვერსიის მაჩვენებლების გაუმჯობესება და გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა;
** სარეკლამო ბიუჯეტის, KPI-ებისა და ROI-ის მონიტორინგი;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
** მარკეტინგული მონაცემების ანალიზი და შედეგების შესახებ ანგარიშგება;
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა Lead Generation-ისა და კონვერსიის გაუმჯობესების მიზნით;
** გარე სააგენტოებთან/კონტრაქტორებთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის მართვა;
** მარკეტინგული სტრატეგიის მუდმივი გაუმჯობესება ბაზრის ცვლილებებისა და მიღებული შედეგების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Targeting და Performance Marketing-ის მიმართულებით ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება;
** Meta Ads Manager-ისა და Google Ads-ის კარგი ცოდნა;
** სამიზნე აუდიტორიის სეგმენტაციისა და Lead Generation-ის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მარკეტინგული კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** მონაცემების ანალიზისა და KPI-ებზე მუშაობის უნარი;
** სტრატეგიული და ბიზნესზე ორიენტირებული აზროვნება;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამედიცინო, IVF, ფერტილურობის, სუროგაციის ან საერთაშორისო სერვისების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** საერთაშორისო IVF და სუროგაციის ქსელის ნაწილში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@betaplusnetwork.com
გისურვებთ წარმატებებს!
|