Робота для біженців з України
საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორაციის საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება, დამტკიცებაზე წარდგენა და განხორციელების სისტემური უზრუნველყოფა;
** საინვესტიციო დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა;
** სტრატეგიული საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიება, პრიორიტეტიზაცია და კორპორაციის გრძელვადიანი მიზნებთან შესაბამისობის შეფასება;
** მსხვილი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციებისა და ანალიტიკური დასკვნების წარდგენა;
** საინვესტიციო ტრანზაქციების განხორციელების პროცესზე ზედამხედველობა და დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საინვესტიციო პორტფელის მართვა, შემოსავლიანობის მონიტორინგი და პორტფელის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება;
** კორპორაციის სხვა დეპარტამენტებთან, გარე პარტნიორებთან და საინვესტიციო ბაზრის მონაწილეებთან კოორდინაცია;
** საინვესტიციო საქმიანობის ოპერაციული და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფა და სრულყოფა.

განათლება:

** მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების ანალიზის და მართვის, კორპორაციული ფინანსების, Private Equity, Venture Capital ფონდების ან Investment Banking მიმართულებით;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გუნდის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის პოზიციაზე;
** საინვესტიციო შეფასების — Discounted Cash Flow [NPV, IRR] და Market მეთოდოლოგიების პრაქტიკული ცოდნა;
** ფინანსური მოდელირებისა და პორტფელის მართვის გამოცდილება;
** Due Diligence პროცესის წარმართვის კომპეტენცია;
** სტრატეგიული პარტნიორების, ინვესტორების და გარე დაინტერესებული მხარეების ეფექტური მართვის გამოცდილება (Stakeholder Management);
** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

უპირატესობა მიენიჭება:

** CFA სერტიფიკატის მქონე პირებს;
** საინვესტიციო ფონდების ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში ინვესტიციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე