Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კარგო ლოჯისტ გრუპი
გამოქვეყნდა: 05 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
ჩვენ ვართ დინამიურად განვითარებადი კომპანია საერთაშორისო სატრანსპორტო სფეროში, ვეძებთ ნიჭიერ, ამბიციურ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი!

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მოჭრილი ხელფასი (1000 ლარი) + ბონუსები (1500-9000 ლარი, დამოკიდებულია გაყიდვებზე);
** საინტერესო პროექტები და მუშაობა მსხვილ კლიენტებთან;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები;
** მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
** სამუშაო დრო-ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00, დასვენება - შაბათი და კვირა

ძირითადი მოვალეობები:

** დამოუკიდებლად კლიენტების მოძიება და მოზიდვა (ცივი ზარების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ჩანიშვნა);
** მოლაპარაკებების წარმოება, კომპანიის მომსახურების პრეზენტაცია;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მონაწილეობა, გაყიდვების დეპარტამენტის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს რომელსაც:

** აქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სატრანსპორტო სფეროში - ჩაითვლება უპირატესობად)
** აქვს კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** არის აქტიური და შრომისმოყვარე;
** ფლობს უცხო ენებს: რუსული, ინგლისური

სამუშაო ადგილი-თბილისი, წერეთლის გამზირი 49.

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე - contact@cargologistgroup.ge

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 05.11.2026
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე