"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" არის ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, დამოუკიდებელი არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს, როგორც ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია, ჰუმანიტარული საქმიანობების სფეროში.
ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში, დავიცვათ მათი სიცოცხლე და ღირსება.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება F2F პროექტის ფარგლებში ეძებს ენერგიულ, აქტიურ თანამშრომლებს გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს მდებარეობა:
თბილისი - სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები (კარფურის სხვადასხვა ფილიალი, თბილისი ცენტრალი, ბაზარი ორბელიანზე, ვაკის პარკი და ა.შ.)
ჩვენ გთავაზობთ:
** საათობრივ ანაზღაურებას სრული განაკვეთი - დარიცხული 114, 4 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი - დარიცხული 57, 2 ლარი დღეში, პლიუს ბონუსი.
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00).
** მინიმუმ 12 საათი კვირაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები:
** პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
** ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
** საჯარო სივრცეებში კონტაქტის დამყარება პოტენციურ დონორებთან;
** პოტენციურ დონორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია;
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან, შინაგანაწესის დაცვა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები:
(ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც)
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია);
** ქართულად გამართულად მეტყველების უნარი;
** უცხო ენების ცოდნა (სასურველია);
** მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი;
** გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობისა და წარმოშობილ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებთან გამკლავების უნარი;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: f2fprojectmanager@redcross.ge და admin@redcross.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების აგენტი - თბილისში".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.
გისურვებთ წარმატებებს!
|