კომპანია "ზღაპარი" 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეს, ქვეყნის მასშტაბით 48 მარკეტს აერთიანებს. ჩვენ, მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ჩვენს გუნდში ვეძებთ მოლარე-კონსულტანტს დიდუბის ფილიალში (ერისთავის #1 მეტრო დიდუბის თავზე).
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: 08:00-17:00 და 15:00-24:00 სთ (შესაძლებელია 6 საათიანი განაკვეთი);
** კვირაში 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: 1000₾
რატომ ჩვენ?
კომფორტული სამუშაო გარემო: ფილიალებში უზრუნველყოფილი ვართ დამხმარე პერსონალით (საწყობის თანამშრომელი, დიასახლისი) — შენი ფუნქცია მხოლოდ შენი პოზიციისთვის განკუთვნილი მოვალეობების შესრულება იქნება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში.
** სალაროზე გატარებული პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასის შესაბამისობის შედარება შესაძლებლობის შესაბამისად.
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა საკუთარ სექციაში არსებული პროდუქციაზე.
** საკუთარი სექციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე)
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 22 66 40.
ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge
გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|