ვაკანსია: ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის სპეციალისტი
შპს "აქსიომ სმარტი" (https://www.bubabu.ge/) ეძებს ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც მართავს ონლაინ შეკვეთებს და ამზადებს ახალ პროდუქციას გასაყიდად.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ონლაინ მაღაზიაში, Extra.ge -ზე, MyMarket-ზე, Wolt-ზე და Glovo-ზე პროდუქციის განთავსება და ინფორმაციის განახლება;
** ონლაინ შეკვეთების მიღება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების შესრულების კოორდინაცია;
** ონლაინ არხებში პროდუქციის ფასების, აღწერებისა და ნაშთების სიზუსტის კონტროლი;
** საწყობში ახალი პროდუქციის მიღება, რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება;
** პროდუქციის ფოტოების გადაღება და ონლაინ განთავსებისთვის მომზადება;
** პროდუქციის მონაცემების სისტემაში შეტანა და მარაგების პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ონლაინ გაყიდვებში, ელექტრონულ კომერციაში ან საცალო ვაჭრობის ოპერაციებში;
** Excel-ის ან Google Sheets-ის ცოდნა და კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა;
** გამართული წერილობითი ქართული და მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ყურადღება დეტალებისადმი, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
უპირატესობად ჩაითვლება Extra.ge-ის, MyMarket-ის, Wolt-ის, Glovo-ს ან ონლაინ მაღაზიის ადმინისტრაციულ პანელთან მუშაობის გამოცდილება, ასევე პროდუქტის ფოტოების გადაღებისა და დამუშავების უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (უმეტესად ონლაინ)
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი
ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე + შედეგებზე დამოკიდებული ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: info@axiomsmart.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ: "ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქციის აღრიცხვის სპეციალისტი". განცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 19.10.26
|