Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: არტ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 05 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
"მუზეუმი" - ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვა და სხვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.

"არტჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1000 ₾

მიმტანის მოვალეობები:

** აიღოს შეკვეთა სტანდარტების დაცვის მიხედვით. ჩაიწეროს, პროგრამაში შეიყვანოს და სამზარეულოს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ.
** მოემსახუროს საკვებითა და სასმელით მაგიდას და მიაწოდოს დღის კერძზე ან სასმელზე ინფორმაცია.
** მოამზადოს მთლიანი და სრული ანგარიში სტუმრის წარსადგენად.
** სტუმრის წასვლის შემდეგ გაასუფთაოს მაგიდა და გაამზადოს ის სტანდარტების შესაბამისად.
** დარწმუნდეს რომ ტერიტორია (რესტორანი) არის მომარაგებული ყველა საჭირო პროდუქტით და თუ ეს ასე არ არის, მაშინ საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი.
** სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი.
** ზედმიწევნით კარგად იცოდეს მენიუ (ბარის და კერძების), შემავალი ინგრედიენტები და მომზადების მეთოდები.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: mariam.gurbeleishvili@finearts.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მიმტანი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე