შპს "ალკო აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, Horeca-ს მიმართულებით, ქალაქ თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება
** სავაჭრო ობიექტებიდან პროდუქციის შეკვეთის აღება
** ახალი ობიექტების მოძიება, სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე მუშაობა
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება
** სხვადასხვა პოზიციის თანმდევი სამუშაოების ჩატარება
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** ავტომობილი
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** გამართული მეტყველება, დამაჯერებელი, დამარწმუნებელი საუბარი, მოლაპარაკების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
პირობები:
** ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვიდან; ჯამურად 3000+.
** დასვენება: შაბათი, კვირა
კანდიდატებმა CV უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: alcooutlet@gmail.com
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 30 ოქტომბრის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
|