Робота для біженців з України
Middle ინჟინერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Middle ინჟინერი
მომწოდებელი: Go-Playgrounds
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - Middle ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით
ანაზღაურება: 3000-4000 Net

ინგლისური ენის ცოდნა სასურველია პროფესიული კომუნიკაციისთვის

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო საინჟინრო-ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
** პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადებისა და შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში ასახვის მხარდაჭერა;
** პროდუქტის შემადგენელი დეტალების სამუშაო ნახაზების შექმნა და დამუშავება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** არსებული საინჟინრო ნახაზებისა და დოკუმენტაციის განახლება, კორექტირება და საწარმოო პროცესისთვის მომზადება;
** წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებაში მონაწილეობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო შეკვეთებისთვის საჭირო საინჟინრო მასალების დამოუკიდებლად მომზადება;
** სამუშაო, დეტალური და საკონსტრუქციო ნახაზების შექმნა და დამუშავება;
** პროდუქციისა და მისი შემადგენელი დეტალების ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება;
** საინჟინრო ფაილებისა და დოკუმენტაციის შესაბამისი ფორმატების განსაზღვრა, ორგანიზება და მართვა;
** არსებული საინჟინრო დოკუმენტაციის გადამოწმება და საჭირო ტექნიკური ცვლილებების განხორციელება;
** სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების განხორციელება;
** წარმოების მიმართულებისთვის ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერის გაწევა;
** წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების, ნახაზებისა და სპეციფიკაციების გაცნობა;
** საინჟინრო ინფორმაციის, ნახაზებისა და შესაბამისი ფაილების დოკუმენტირება, ვერსიების კონტროლი და სათანადო არქივირება;
** საინჟინრო პროცესების გაუმჯობესებისა და წარმოების ეფექტიანობის ზრდისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო/მექანიკის ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
** AutoCAD, ArchiCAD, SOLIDWORKS პროგრამების ან მასთან მიახლოებული/მსგავსი პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საინჟინრო, საპროექტო ან მსგავს პოზიციაზე;

პიროვნული უნარები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თავდაჯერებულობა
** ორგანიზებულობა

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Middle ინჟინერი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე