Робота для біженців з України
საგადასახადო აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგადასახადო აუდიტორი
მომწოდებელი: Elite Audit & Legal Services
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
"ელიტ აუდიტი" (https://eaudit.ge/) აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე. ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება საგადასახადო აუდიტის პროექტებში და იმუშავებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდთან კოორდინაციით.

ლოკაცია: თბილისი / ჰიბრიდული ფორმატი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიების საგადასახადო მდგომარეობის ანალიზი
** საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და შეფასება
** საგადასახადო აუდიტის პროცესში მონაწილეობა (pre-audit / during audit / post-audit ეტაპები)
** შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მხარდაჭერა
** აუდიტის აქტებზე რეაგირების, ახსნა-განმარტებებისა და საჩივრების მომზადება
** კლიენტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში ან შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება საგადასახადო მიმართულებით
** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა
** ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება
** კომუნიკაციისა და არგუმენტაციის მაღალი უნარები

სამუშაო პირობები:

ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი: მოქნილი ჩართულობის ფორმატი (პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობა)

კონკურენტული ანაზღაურება:

** თითოეულ პროექტზე 25% - 40%
** საკუთარი კლიენტის მოყვანის შემთხვევაში: 40% - 60%
** დავის/აპელაციის წარმატების შემთხვევაში: Bonus fee: 5% - 15%

დამატებითი ბენეფიტები:

** მოქნილი გრაფიკი
** მრავალფეროვანი ქეისები (იმპორტი, მშენებლობა, FMCG და ა.შ.)
** ძლიერი იურიდიული გუნდის მხარდაჭერა
** დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება

პოზიცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ საგადასახადო აუდიტის მიმართულებით და სურთ საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების გაფართოება სხვადასხვა ბიზნეს სექტორში და მრავალფეროვან პროექტებზე.

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: Eaudit.ge@gmail.com. სათაურში მიუთითეთ: Tax Auditor.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე