|
დასახელება:
საუზმის მზარეული
|
| მომწოდებელი:
Reed Hotel Tbilisi
|
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
"Reed Hotel Tbilisi" — ორთაჭალაში მდებარე 23-ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც იზრუნებს საუზმისთვის განკუთვნილი კერძების ხარისხიან მომზადებასა და ლამაზად წარდგენაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15 https://g.co/kgs/YaR4pv
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, 07:00-16:00
** ანაზღაურება: 1300 ლარი
** კვებით უზრუნველყოფა
** უნიფორმით უზრუნველყოფა
** დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** ტექნოლოგიური ბარათებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კერძების მომზადება;
** ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება;
** კერძებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
** კერძებისა და საუზმის მაგიდის მიმზიდველი და მოწესრიგებული წარდგენა;
** მიღებული პროდუქტების დახარისხება და სწორად შენახვა;
** სამზარეულოში არსებული პროდუქტებისა და მარაგების ეფექტიანად გამოყენება;
** სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენარჩუნება;
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** სამზარეულოს მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება სასურველია;
** სწრაფად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@reedtbilisi.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება — საუზმის მზარეული.
ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 549 152.
|
|
|
|