ბავშვთა განვითრების ცენტრი ბრაით აკადემი - "Bright Academy" აცხადებს ვაკანსიას ოკუპაციური თერაპევტის პოზიციაზე
სამუშაო დატვირთვა: სრული და არასრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი, ასევე, განიხილება IV (დამამთავრებელი) კურსის სტუდენტის პოზიციაც, სუპერვიზიის ფარგლებში, რომელსაც უნდა ჰქონდეს პედიატრიის მიმართულებით ყველა საგანი ჩაბარებული (მიღებული კრედიტი).
ძირითადი მოვალეობები:
** სენსორული ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა;
** ფუნქციური უნარების განვითარებაზე მუშაობა;
** ყოველდღიური ცხოვრების უნარების განვითარებისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;
** განსაზღვრული ინდივიდუალური თერაპიული მიზნების შესაბამისი ინტერვენციის დაგეგმვა;
** მშობლებთან თანამშრომლობა და რეკომენდაციების მიწოდება;
** მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა;
** ჩატარებული სესიებისა და ბავშვის პროგრესის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ოკუპაციური თერაპევტის შესაბამისი განათლება;
** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ბავშვთა განვითარების თავისებურებებისა და განვითარების დარღვევების შესახებ ცოდნა;
** განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** სენსორული ინტეგრაციისა და სენსორული გადამუშავების საფუძვლების ცოდნა;
** ფუნქციური და ყოველდღიური ცხოვრების უნარების განვითარების მეთოდების ცოდნა;
** ბავშვის ინდივიდუალური თერაპიული მიზნების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
** სრულ (40 სთ - კვირაში) ან ნახევარ განაკვეთზე (20 სთ - კვირაში);
** საბურთალოს და დიღმის ფილიალში;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობას;
საჭირო თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბავშვის განვითარების თერაპიულ პროცესში და ინდივიდუალური პროგრამის შედგენაში
მონაწილეობის მიღება
** სამუშაო პროცესის წარმართვაში ჩართვა
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@brightacademy.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 3 ნოემბერი.
|