Робота для біженців з України
საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი" (GIU) აცხადებს ვაკანსიას — საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

ძირითადი მოვალეობები:

** საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ეფექტური სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება.
** საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოებთან, რეკრუტერებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარება და მართვა.
** პოტენციურ სტუდენტებთან კომუნიკაცია (ელ.ფოსტა, სოციალური ქსელები, ვებინარები, გამოფენები) და მათი მიღების პროცესში მხარდაჭერა.
** აპლიკანტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება აკადემიური პროგრამების, სწავლის საფასურის, მიღების მოთხოვნების, ვიზის პროცედურებისა და საქართველოში ცხოვრების პირობების შესახებ.
** საერთაშორისო განათლების ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, სამიზნე რეგიონების ანალიზი (აზია, ახლო აღმოსავლეთი, ევროპა, აფრიკა და ა.შ.) და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** უნივერსიტეტის წარდგენა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებსა და ონლაინ ღონისძიებებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მომიჯნავე სფეროში.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტინგის, უნივერსიტეტის მიღების ან საგანმანათლებლო კონსულტაციების სფეროში.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1). დამატებითი ენების ცოდნა (არაბული, რუსული, ფრანგული და ა.შ.) ჩაითვლება უპირატესობად.
** საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოებთან არსებული კონტაქტები ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი, კროსკულტურული კომუნიკაციის გამოცდილება, CRM სისტემებთან მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსურ სისტემას მოზიდული სტუდენტების რაოდენობის მიხედვით.
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
** საერთაშორისო მივლინებებსა და საგანმანათლებლო გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@university.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: "საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი ".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე