|
დასახელება:
სტიუარდი / ჭურჭლის მრეცხავი
|
| მომწოდებელი:
რამეკაი
|
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
რესტორანი "რამეკაი" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავის) პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს მყუდრო სამუშაო გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვა და მოწესრიგება;
** სამზარეულოს სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება; ნაგვის დროული გატანა და ჰიგიენური ნორმების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური გამძლეობა და სხარტად მუშაობის უნარი; გუნდურობა და პუნქტუალურობა.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (5/2-ზე);
** სამუშაო საათები: 16:30 - 01:30;
** ანაზღაურება: დღიური 60 ლარი (ფიქსირებული თვიური ანაზღაურება). რას გთავაზობთ ჩვენ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ);
** 1-კვირიან ანაზღაურებად შვებულებას (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ);
** ღამის საათებში ტრანსპორტირებით (ტაქსით) უზრუნველყოფას სახლამდე;
** უფასო კვებას სამუშაო საათებში;
** სტაბილურ სამუშაოს და მეგობრულ გუნდს.
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: info@ramekai.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ "სტიუარდი".
|
|
|
|