Робота для біженців з України
საწყობის დამხმარე თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დამხმარე თანამშრომელი
მომწოდებელი: Made to Make
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
შპს "Made To Make", ოფიციალური წარმომადგენელი და იმპორტიორი კომპანია ისეთი გლობალური ბრენდებისა, როგორებიცაა 3M, Coverguard, DuPont, Dunlop, Smirdex, Starline, Scott და სხვა, გთავაზობთ ვაკანსიას საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გუდაუთის ქუჩა.

სამუშაო განაკვეთი:

კვირის სამუშაო დღეები: 10:00-18:30 სთ, შაბათი - 10:00-15:00 სთ.
ანაზღაურება: 1750 ლარი გადასახადების ჩათვლით, ხელზე ასაღები 1400 ლარი. კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის უფროსის მიერ მიცემული მითითებების შესრულება;
** კომპანიის პროდუქციის კოდების გარჩევა-წაკითხვა;
** აუცილებელია ზედნადებთან მუშაობა;
** საწყობში შემოსული ტვირთის ჩამოცლა, დატვირთვა და საწყობში შესაბამის ადგილზე დალაგება;
** ზრუნვა საწყობის მოწესრიგებულ და დალაგებულ მდგომარეობაში ყოფნაზე;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე k.kakubava@m2m.ge

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება (საწყობის დამხმარე თანამშრომელი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.

გასაუბრება ჩატარდება ინტერვიუს სახით. გასაუბრების ადგილი - თბილისი, წერეთლის 41.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე