|
დასახელება:
HR მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯეო-ბი
|
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ჯეო-ბი" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას.
კომპანია "ჯეო-ბი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** შერჩევის სრული პროცესის დაგეგმა/მართვა/განხორციელება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
** მივლინებების, შვებულებების, დანიშნვა- გათავისუფლების საკადრო ბრძანებების მომზადება;
** თანამშრომლთა მონაცემთა ბაზის წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება, შვებულებები, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა.
** თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების გაწერა, კონტროლი და გარემოსთან ადაპტირების მონიტორინგი;
** თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა;
** თანამშრომელთა დასწრების, გადაცდენები, გრაფიკების და სახელფასო სისტემის მონიტორინგი;
** სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო და მონიტორინგის სამსახურებთან ურთიერთობა.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
** საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდუბე, ერისთავის ქ. 1
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00 საათამდე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ჯეო-ბი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ჯეო-ბი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ჯეო-ბი" მ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
|
|
|
|