Робота для біженців з України
მონიტორინგის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: აის ლენდ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია"აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი (ხშირი მივლინებები რეგიონში)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 8:30-17:00 სთ.
ანაზღაურება: 1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** დავალების შესაბამისად, მოინახულოს სავაჭრო ობიექტები.
** სავაჭრო ობიექტებში განახორციელოს პლანოგრამის დაცვის მონიტორინგი.
** შეტანილი პროდუქციის რაოდენობის მონიტორინგი.
** ვადების მონიტორინგი.
** თაროს მოწესრიგებულობა.
** შედეგების წერილობით და სურათებით აღწერა.
** ფოტო-მასალის დამუშავება/გადატანა კომპიუტერში:
** უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B- კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;
** MS Excel-ის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** ავტომობილის საწვავი;
** კორპორატიული ნომერი;
** სტაბილური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@ilgeorgia.ge ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "აისლენდ ჯორჯიას" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე