Робота для біженців з України
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: BlueTabla
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: https://bluetabla.ge/

ვეძებთ ტექნიკური და ანალიტიკური უნარების მქონე თანამშრომელს ციფრული რეკლამისა და ელექტრონული კომერციის არხების სამართავად.

ვაკანსია: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00, კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: წერეთლის გამზირი #140 — ყოფილი მაუდის ქარხანა.

მოვალეობები:

** Meta Ads-სა და Google Ads-ში რეკლამის გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია;
** ციფრულ არხებში კონტენტის განთავსება;
** ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე პროდუქტების, ფასებისა და აქციების განახლება;
** შედეგების ანალიზი და ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

** Meta და Google ads პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება
** ელექტრონული კომერციის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის კარგი ცოდნა — ფორმულები, მონაცემების დამუშავება და კრებსითი ცხრილები (Pivot Table);
** ანალიტიკური აზროვნება, ტექნიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი და დეტალებზე ყურადღება.

პირობები:

** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა — მოცულობის ზრდასთან ერთად გუნდის ხელმძღვანელობა
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგზავნოთ: career@bluetabla.ge სათაურში მიუთითეთ: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე