|
დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თერმო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ.67
ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00, შაბათი 10:00 - 16:00
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** პროდუქციის ეფექტური მერჩენდაიზინგი და ფილიალის ვიზუალური მხარის გაუმჯობესება
** გაყიდვების ზრდისთვის დაგეგმილი აქტივობების განხორციელება და ახალი იდეების ინიცირება
** მომხმარებლებთან ინტერაქცია და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება/ანალიზი;
** ხელოსნებთან/დიზაინერებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმართვა და ფილიალში მიმდინარე სიახლეების შეტყობინება
** ფილიალში წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება კლიენტებისთვის და ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა
** შეძენილი ან/და დარეზერვებული პროდუქციის მომხმარებელთან ტრანსპორტირების უზრუნველყოფა დათქმულ ვადებში;
** პროდუქციის შეკვეთის პროცესის მართვა და შესაბამისი პროგრამული ოპერაციების მონიტორინგი
** საბუღალტრო პროგრამა FINA-ში რეალიზაციების განხორციელება და დოკუმენტაციის მართვა;
** სალაროს დღის დახურვის პროცესში მონაწილეობა და კონტროლი
** ფილიალში პროდუქციის პერიოდული ინვენტარიზაცია და არსებული რაოდენობის დადარება პროგრამულ ნაშთთან
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია გათბობა-გაგრილებისა და სანტექნიკის პროდუქტების ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვაკანსია - ფილიალის მენეჯერი - ბათუმი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 15.10.2026.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|