Робота для біженців з України
ოკუპაციური თერაპევტი, ქცევითი თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოკუპაციური თერაპევტი, ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: NeuroBloom
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
"ნეირობლუმი/NeuroBloom" აცხადებს ვაკანსიებს ოკუპაციური თერაპევტისა და ქცევითი თერაპევტის პოზიციებზე.

თუ გსურთ ბავშვებთან მუშაობა პროფესიულ და მხარდამჭერ გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

1) ოკუპაციური თერაპევტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** შესაბამისი განათლება — ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრის ხარისხი ან ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

2) ქცევითი თერაპევტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** შესაბამისი განათლება - ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
** სავალდებულოა გავლილი გქონდეთ - ქცევის გამოყენებითი ანალიზის 40-საათიანი საბაზისო თეორიული კურსი;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და სუპერვიზიის მხარდაჭერას

საკონტაქტო ტელეფონი: 597 71 71 23/551 557 165
მეილი: info@neurobloom.ge
მისამართი: ქ. თბილისი, თელავის ქ#7
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე