|
დასახელება:
კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
10X
|
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
|
"10x" ეძებს კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მსმენელების კარიერულ განვითარებას, პროფორიენტაციასა და დასაქმების ხელშეწყობას.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუდენტებისა და მსმენელებისთვის ვაკანსიების, სტაჟირებებისა და კარიერული შესაძლებლობების მოძიება და გაზიარება;
** დამსაქმებლებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, მოლაპარაკებების წარმოება და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;
** კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა CV-ების ბაზის შექმნა, განახლება და პოტენციურ დამსაქმებლებთან გადაგზავნა;
** შრომის ბაზრის მოთხოვნების ანალიზი და პროფორიენტაციული/საორიენტაციო შეხვედრების დაგეგმვა;
** არაფორმალური საგანმანათლებლო და სტუდენტური ღონისძიებების (ვორქშოპები, ტრენინგები, საჯარო ლექციები) ორგანიზება და მართვა;
** მიმართულების ფარგლებში სტატისტიკისა და ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი);
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, ვისაც აქვს პროექტების კოორდინაციის გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების მართვის უნარი;
** ღონისძიებებისა და პროცესების ეფექტურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი N38;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი (10:00 - 18:00 სთ);
** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** რეზიუმე (CV);
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი).
შერჩევის ეტაპები და განაცხადის მიღება:
დაინტერესებული პირების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შემდეგ მისამართზე: mari.kupatadze@10x.edu.ge
განაცხადების მიღების ვადა: 2 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.
შენიშვნა: გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორი".
|
|
|
|