Робота для біженців з України
საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი პი პი
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტე"-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.

შპს "ჯი პი პი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების პერსპექტივა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** თანამშრომლობა კვალიფიციურ გუნდთან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass;

სამუშაოს აღწერა:

** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა, ასორტიმენტის შესწავლა და მათი უპირატესობების განსაზღვრა;
** მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასსა და თანამშრომლობის პირობებზე, მათ შორის გადახდის პირობებზე, მოლაპარაკება და დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების მონიტორინგი;
** საქონლისა და მომსახურების შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების/ინვოისების, საგადახდო დავალებების ფორმირებაზე მუდმივი კონტროლი;
** შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი პირებისთვის პროდუქციის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** მომწოდებლისთვის წუნდებული პროდუქციის ან/და დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათთან კომუნიკაცია;
** შესყიდვების პროცესების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მიწოდება;
** სეგმენტის ანალიზი და რეპორტინგი, კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება;
** ფასების ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით
** გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ენები: რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
** მაღალი მოტივაცია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ფოკუსირება;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის მართვა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ-18:00 სთ
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვერა
** ანაზღაურება: 3500-4500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

დამატებითი ინფორმაცია:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს
** შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2026 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: HR@gpp.ge, ასევე გთხოვთ მეილის "Subject" ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საერთაშორისო/ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი".

შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე