Робота для біженців з України
საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Waynex
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
კომპანია "Waynex" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 24 გ
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ლოგისტიკური და სატრანსპორტო პროცესების დაგეგმვა და მართვა;
** გადაზიდვების ორგანიზება და მათი მიმდინარეობის კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიებთან, გადამზიდავებსა და მძღოლებთან კომუნიკაცია;
** ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტილებების მოძიება;
** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი და სტატუსების კონტროლი;
** წარმოქმნილი საოპერაციო საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
** ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის მიმართულებით მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე. (ინგლისური, რუსული, თურქული)
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სწრაფად გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ მისამართზე: info@waynex.ge. დანიშნულებაში მიუთითეთ "საერთაშორისო გადაზიდვების ლოგისტიკის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე