Робота для біженців з України
მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი - თბილისი, რუსთავი, მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე.
კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებლის (რეზერვის) პოზიციაზე.

სამუშაო დრო:

** დღის ცვლა 9:30-18:30
** ღამის ცვლა - ყოველ მესამე ღამეს 18:30-09:30
** ცვლიანობის გრაფიკით, კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა

სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი, მარნეული

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს:

** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებით;
** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილებით
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
** გუნდურს;
** უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა;

ანაზღაურება: 1000-1400 ფიქსირებული + ბონუსი. ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ მონაცემები და მიუთითოთ სასურველი ქალაქი/ცვლა https://leadercredit.selfrecruit.ge/s/ikq7x
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე