"ჰოუმ დიზაინ გალერი" — ევროპული ავეჯისა და სახლის დიზაინის შოურუმი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილი ავეჯის, განათების, დეკორაციებისა და პრემიუმ მასალების გამორჩეულ კოლექციას.
ჩვენ ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს და მისი ფუნქციები იქნება:
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებლის დახვედრა და შოურუმში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება სოციალურ ქსელების მეშვეობით და გაყიდვების ხელშეწყობა;
** პროექტებისთვის მოლაპარაკებების წარმოება და საჭირო პროდუქციის შესყიდვის კოორდინირება, დოკუმენტაციის მომზადება და მონიტორინგი;
** ბუღალტერიასთან, შესყიდვებთან და დიზაინერებთან აქტიური კომუნიკაცია;
** ფასების გამოთვლა და ელექტრონულად ატვირთვა;
** სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაციის უზრუნველყოფა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** შესრულებული სამუშაოების პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|