|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
BlueTabla
|
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
|
"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს.
ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.bluetabla.ge
ვაკანსია: შესყიდვების მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
** მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა;
** მომწოდებლებთან ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება;
** ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
** საწარმოო მასალების, ავეჯის, ტექნიკისა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის შესყიდვა;
** ახალი ფილიალების მოწყობასა და არსებული ფილიალების განახლებასთან დაკავშირებული შესყიდვების ორგანიზება;
** სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული შესყიდვების მართვა და კონტრაქტორებთან თანამშრომლობა;
** შესყიდვების დოკუმენტაციისა და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება.
მოთხოვნები:
** შესყიდვების, მომარაგების ან ადმინისტრაციულ-სამეურნეო მიმართულებით მინიმუმ 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ადგილობრივი მომწოდებლების ბაზრის კარგი ცოდნა;
** Microsoft Excel-ის კარგად ფლობა, მათ შორის: ფილტრები, VLOOKUP/XLOOKUP და ძირითადი ფორმულები;
** მომწოდებლებთან ეფექტური მოლაპარაკების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი.
ანაზღაურება და პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@bluetabla.ge.
წერილის სათაურში მიუთითეთ: "შესყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|