Робота для біженців з України
იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: BlueTabla
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს.

ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.bluetabla.ge

ვაკანსია: იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

** უცხოელი მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა;
** მომწოდებლებთან ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება;
** შეკვეთების განთავსება და მათი სტატუსის, მიწოდების ვადებისა და ჩამოსვლის პროცესის კონტროლი;
** ავანსებისა და გადახდის გრაფიკის მართვა ფინანსურ გუნდთან კოორდინაციით;
** ექსპორტის ოპერაციების წარმართვა — შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გადაზიდვების ორგანიზება;
** საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა და გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობა;
** განბაჟების პროცესის წარმართვა საბაჟო ბროკერთან კოორდინაციით.

მოთხოვნები:

** იმპორტის, ექსპორტის ან საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართულებით მინიმუმ 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, როგორც საქმიანი მიმოწერის, ისე მოლაპარაკებების დონეზე;
** Microsoft Excel-ის კარგად ფლობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ახალი პროცესების აწყობის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება და პირობები:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@bluetabla.ge

წერილის სათაურში მიუთითეთ: "იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე