Studio 9:16 აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ: Studio 9:16 არის TikTok ფროდაქშენ სტუდია, რომელიც ქმნის ვირუსულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ ვიდეო კონტენს.
საქართველოს ბანკი, ALTA, 22 გრადუსი, 105, Bolt Food — ეს იმ არხების მცირე ჩამონათვალია, რომელთა TikTok კონტენტს Studio 9:16 ქმნის. ჩვენი გუნდი ფართოვდება და ვეძებთ ოპერატორს, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტები ხარისხი და კრეატიულობაა.
ვეძებთ ვიდეო-ოპერატორს რომელიც:
** ცხოვრობს შორთ-ფორმ კონტენტით — აინტერესებს, რა მუშაობს TikTok-ზე და იცის, როგორ მოიფიქროს, გადაიღოს და სწრაფად შეკრას ვიდეო.
** შეუძლია დინამიურ და შემოქმედებით გარემოში მუშაობა და უმი იდეების ვიზუალურად მიმზიდველ "შორთებად" ქცევა.
** აქვს კომერციულ ვიდეოებზე მუშაობის გამოცდილება. შეუძლია შედარებით სტანდარტული და მოსაწყენი თემაც კი სახალისო და ჩამთრევ ფორმატად აქციოს.
** აქვს ჩამოყალიბებული ვიზუალური გემოვნება — ხედავს კადრს, სინათლეს და მოძრაობას ისე, რომ მისი პატარა ვიდეოც კი ამბავს ყვება.
** ინტერესდება ტიკტოკის ტრენდებით და ხვდება, როგორ მოარგოს ის კონკრეტულ ბრენდს, მის მარკეტინგულ მიზანს ან უბრალოდ გარკვეულ ამბავს.
** და უბრალოდ უყვარს გადაღება —კამერა მისთვის არის ინსტრუმენტი, რომლითაც ნებისმიერი იდეის გაცოცხლებაა შესაძლებელი.
რას გთავაზობთ:
** შენს გადაღებულ ვიდეოებს ნახავს ასიათასობით მაყურებელი.
** იმუშავებ ენერგიულ და პროფესიონალ გუნდთან, სადაც იდეები სწრაფად იქცევა რეალობად.
** სივრცეს იდეებისთვის — შეგიძლია შემოიტანო შენი ხედვა, სცადო ახალი ფორმატი და რეალურად იქონიო გავლენა კონტენტზე.
** შესაძლებლობას გაიზარდო, როგორც ოპერატორი, ისე კონტენტ-კრეატორი
რას მოველით შენგან:
** შორთ-ფორმ ვიდეოებზე მუშაობის გამოცდილებას (TikTok, Reels, Shorts).
** გადაღების ტექნიკურ ცოდნას (კამერა, ტელეფონი, სინათლე, ხმა).
** სწრაფად აზროვნებას და ადაპტაციას.
** კადრის დანახვას, როგორც სეტზე, ისევე გარეთ
** ინიციატივას და სურვილის, განვითარდე Short-Form კონტენტ ინდუსტრიაში.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: 2500-3000 (ხელზე ასაღები)
განაცხადის გასაკეთებლად შეავსეთ ფორმა: https://shorturl.at/ILAWU
|