|
დასახელება:
კონდიტერი
|
| მომწოდებელი:
ibis Tbilisi City
|
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
|
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.
შენი როლი იქნება:
** სხვადასხვა სახის დესერტისა და საკონდიტროს ნაწარმის მომზადება;
** კერძების ხარისხის, გემოსა და პრეზენტაციის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა;
** საკვების უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, ასევე HACCP-ის სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** კონდიტერად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი;
რას გთავაზობთ:
** საერთაშორისო ბრენდ ACCOR-ის წევრ სასტუმროში მუშაობის შესაძლებლობას;
** ACCOR-ის თანამშრომლის ფასდაკლების პროგრამით სარგებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და ტრენინგებს;
** გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, სასტუმრო "ibis Tbilisi City", ვ. წითლანაძის ქუჩა N1;
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, 9 საათიანი ცვლები;
** ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@archihospitality.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოხსენებულ ელფოსტაზე.
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|