Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ონიქს კორპორეიშენი
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
შპს "ონიქს კორპორეიშენი" ფარმაცევტული წარმოება აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის #88.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვის განხორციელება;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა - შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი;
** ახალი მომწოდებლების მოძიება;
** ნედლეულის ფასის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
** შესყიდვების განხორციელება არსებული პროცედურების მიხედვით;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** მომწოდებლების ბაზის წარმოება (მუდმივი განახლება);
** ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება;
** კონკურენტების ფასების და შესაძლებლობების ანალიზი;
** მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** Word, Excel, Outlook-ის ცოდნა სავალდებულოა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალური და შედეგზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: ინდივიდუალური, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართებზე: hr@onyxcorporation.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე